ველოსიპედი- გადაადგილების ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელიც იმავდრიოულად გვეხმარება მუდმივად ვიყოთ ფორმაში.
ველოსიპედი - არ საჭიროებს საწვავით მომარაგებას,ძვირადღირებულ მომსახურებას,გაძლევს საშუალებას თავი აარიდო საცობებს და არ დაიტანჯო საპარკინგე ადგილის ძებნით.
ველოსიპედი-ზოგიერთისთვის ის ჰობია და გადაადგილების საშუალება,ზოგს კიდევ მის გარეშე სიცოცხლე საერთოდ ვერ წამოუდგენია.
იმის შესახებ, თუ რომელი ველოსიპედი არის უკეთესი თქვენთვის და რა კრიტერიუმებით უნდა აარჩიო ის, შეიტყობთ ჩენს სტატიაში.
პირობითად გამოყოფენ ველოსიპედის შემდეგ ნაირსახეობებს:
ქალაქის (საგზაო) ველოსიპედი
ტრასის ველოსიპედი
სამთო ველოსიპედი MTB
აკრობატული-BMX ველოსიპედი
ასევე, ხანდახან გამოყოფენ ველოსიპედების ქვეტიპებს და შუალედურ ნაირსახეობებს(კრუიზი,ტურისტული,ჰიბრიდი და ა.შ)
ველოსიპედის ტიპის არჩევამდე უნდა ჩამოყალიბდეთ თუ სად და როგორ გზებზე აპირებთ მოძრაობას.ეს გაძლევთ შესაძლებლობას რომ ოპტიმალური მოდელი შეიძინოთ და ამავდროულად დაზოგოთ თანხა.
ქალაქის(ურბანული) ველოსიპედი: განკუთვნილია ქალაქში გადაადგილებისათვის.მისი ძირითადი უპირატესობებია კომფორტულობა და პრაქტიკულობა.საჭე მოთავსებულია სკამის მაღლა და რეგულირდება სიმაღლის მიხედვით, აქვს ფართო,რბილი და მოხერხებული სკამი.
ველოსიპედების მოდელების ნახევარს აქვს დაბალი რკალისებრი ჩარჩო,რომ მოსახერხებელი იყოს დაჯდომა და შეიძლებოდეს ნებისმიერი ტანსაცმლით მგზავრობა,მათ შორის კაბებით და ქვედაბოლოებით.
სიჩქარე შეიძლება იყოს 1-დან 8-მდე მაგრამ 3 სავსებით საკმარისია ქალაქში აჩქარებული მგზავრობის დროს,თუმცა აუცილებელია დამცავი ფრთები ტანსაცმლის დაბინძურების ასარიდებლად.
ურბანული ველოსიპედით შესაძლებელია მცირეოდენი ტვირთის გადაზიდვა,ამიტომ მის კომპლექტში ხშირად შედის პატარა საბარგული და კალათა.
ამ ტიპის ველოსიპედი განკუთვნილია სწორ გზებზე გადასაადგილებლად.მათ შორის ქვაფენილზე და დათელილ ბილიკებზე,მაგრამ ის არ არის განკუთვნილი რთულ გზებზე გადასაადგილებლად იმ მიზეზის გამო რომ ურბანულ ველოსიპედებს არ გააჩნიათ ამორტიზაცია და იშვიათ შემთხვევაში აქვთ მხოლოდ ერთი,წინა ამორტიზატორი.
ურბანული ველოსიპედები ასევე არ არის განკუთვნილი ციცაბო აღმართების გადასალახად,რადგან ამ ტიპის ველოსიპედები ფიზიკურად მძიმეა და არსებობს მისი დაზიანების საშიშროება ჯაჭვზე და ჯაჭვის კბილანაზე შესაძლო მაღალი დატვირთვის გამო.
კრუიზული ველოსიპედი: განეკუთვნება ურბანული ველოსიპედების ქვეკლასს.არსებითი განსხვავება ურბანული ველოსიპედისგან არ აქვს,იგი განსხვავდება მხოლოდ იერით და წააგავს მოტოციკლს.
კრუიზულ ველოსიპედებში გამოიკვეთება ჩარჩოს განსაკუთრებული ფორმა,ფართე მოღუნული საჭე,და ფართე რბილი სავარძელი.კრუიზული ტიპის ველოსიპდი არის ყველაზე ხელსაყრელი ველოს სახეობა ქალაქში სეირნობისთვის და მას უმეტესად გარეგნული იერის გამო ანიჭებენ უპირატესობას.
ტრასის ველოსიპედები: განკუთვნილია ველოსპორტისათვის,ვინაიდან ამ ტიპის ველოსიპედების მთელი კონსტრუქცია განკუთვნილია სწორ საფარზე ჩქარი გადაადგილებისათვის.მისი საჭე არის ცხვრის რქების ფორმის რომელის იძლევა რეგულირების, მოჭიდების და თავისუფალი ჯდომის საშუალებას ხანგრძლივი მგზავრობის დროს.აქვს მაქსიმალურად თხელი და მსუბუქი ჩარჩო და 28 დიუმიანი საბურავები.მისი ვიწრო პრიალა საბურავები უძლებს მაღალ ზეწოლას. თვითონ ველოსიპედს არ გააჩნია ამორტიზატორი.
სამთო ველოსიპედი(Mountain Bike): ველოსიპედების ყველაზე პიპულარული სახეობაა.ამ ტიპის ველოსიპედები პირველ რიგში განკუთვნილია უგზობის და რთულ გზებზე გადასაადგილებლად და ამავდროულად არანაკლებ მოსახერხებელია ქალაქის პირობებშიც,თუმცა ამ სახეობის ველოსიპედით რთულია მაღალი სიჩქარის აკრეფა.მისი ფართო საბურავები და ამორტიზაცია იძლევა კოფორტული გადაადგილების საშუალებას,ქვიშაზე,ასფალტზე,ქვაფენილზე და ა.შ.გადართვის სისტემის მეშვეობით ამ ტიპის ველოსიპედით შესაძლებელია ახვიდე ციცაბო აღმართებზე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და მისი მდგრადი ჩარჩო ამცირებს სერიოზული დაზიანების საფრთხეს შემთხვევითი დავარდნის დროს.
ტურისტული ველოსიპედი:ტურისტული ველოსიპედები განკუთვნილია ტურისტებისთვის და მათი ძირითადი დანიშნულება მძიმე ტვირთით შორ მანძილზე მოგზაურობაა.თუ რა სახის ტურისტული ველოსიპედი არის თქვენთვის განკუთვნილი დამოკიდებულია იმაზე თუ რა კრიტერიუმებს აქცევთ ყურადღებას(სიჩქარეს,მანევრულობას თუ ბარგის გადატანის კომფორტულობას.)
მძიმე ბარგით ხანგრძლივი მოგზაურობის დროს საუკეტესო საშუალებაა ,,კლასიკური ტურისტი’’ რომელსაც აქვს ჩარჩო წაგრძელებული საბორბლე ბაზით და გამოშვერილი ნაწილი.მისი უკანა საბურავი მოთავსებულია ოდნავ შორს რისგამოც უფრო მოსახერხებელია ბარგის მიმაგრება და საჭის რეგულირება,შესაბამისად ხანგრძლივი მოგზაურობის დროს კუნთები ნაკლებ ზეწოლას განიცდის.მისი დადაბლებული სიმძიმის ცენტრი აუმჯობესებს მართვას მძიმე ბარგის ტარების შმთხვევაში.
ასეთი კონსტრუქციის მინუსებია მანევრობის დაკარგვა და მოსახვევებში ნელი ტემპით სვლა.
თუ სამთო ტიპის ველოსიპედით მგზავრობის დროს საბურავები ახლოსაა ერთმანეთთან და წინა ჩანგალს დახრის ნაკლები კუთხე აქვს ამ შემთხვევაში საჭეს მართავ მაღალ მდგომარეობაში,მაგრამ მისი ხელით გადატანა მოითხოვს დიდ ძალისხმევას.თუ სკამს ახლოს განათავსებ პედლებთან მაშინ შეძლებთ მოკლე დროში მაღალი სიჩქარის აკრეფას და აღმაღთზე მარტივად ასვლას,მაგრამ ასეთ პოზაში გადაადგილების დროს კუნთები მარტივად იღლება.
ყველაზე გავრცელებულია სწორსაჭიანი ველოსიპედი რომელსაც ცხვრის რქების ფორმა აქვს,ის გაძლევთ ძლიერი ჩაჭიდების საშუალებას და ამის შედეგად შეგიძლიათ იმგზავროთ სწრაფად და ხანგრძლივი დროით.
საბურავების ზომის არჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხია,მაგრამ ველოსიპედზე მცირე ზომის საბურავი უფრო მოსახერხებელია კომფორტული გადაადგილების მხვრივ.
სამუხრუჭე სისტემის არჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ რომ მძიმე ბარგის ტარების შემთხვევაში დამუხრუჭებას მეტი ძალისხმევა ჭირდება.ამიტომაც სამუხრუჭე სისტემის საიმედოობის თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელია ,,დისკურ-ჰიდრავლური’’მუხრუჭი.
ტურისტულ ველოსიპედებს აქვთ საკმაოდ ბევრი გადამცემი სისტემა,მათ შორის მთაზე ასვლის,სწორ ადგილზე გაქანების და სხვა უამრავი დამატებითი ელემენტი.მას ასევე აქვს წინა ფანარი და საბარგული.
ჰიბრიდული ველოსიპედი:ჰიბრიდული ველოსიპედი შუამავალი ვარიანტია მთისა და ურბანული ტიპის ველოსიპედებს შორის.ამ სახეობას მიეკუთვნება MTB ტიპის ველოსიპედები უფრო მსუბუქი ჩარჩოთი და საბურავის შემცირებული სისქით.მის კომპლექტში შეიძლება იყოს დამცავი ფრთები,საბარგულები და ველოსიპედისათვის განკუთვნილი სხვა აქსესუარები.ეს ოპტიმალური ვარიანტია თუ თქვენ გადაადგილდებით არა მხოლოდ სწორ საფარზე და ველობილიკზე არამედ მოუხერხებელ ადგილებშიც.ამ ტიპის ველოსიპედებს აქვთ ერთი წინა ამორტიზატორი რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მაღლობებზე ასვლა.ასევე ამ ტიპის ველოების გადამცემთა რაოდენობა არ ჩამორჩება სამთო ველოსიპედებისას.
აკრობატული ველოსიპედი: აკრობატული ტიპის ველოსიპედები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის რომელთაც არ ჭირდებათ გადაადგილება მხოლოდ და დაინტერესებული არიან სპორტული მოძრაობით.ამ ტიპის ველოსიპედებისთვის დამახასიათებელია დაბალი და მძლავრი ჩარჩო,განსაკუთრებულად მდგრადად შედუღებული მასალით.ამ სახეობის ველოებში სკამი მოთავსებულია საჭეზე დაბლა და აქვს ერთი სიჩქარე.ამ სახეობის ველოსიპედებს არ გააჩნიათ ამორტიზაცია და ხელის მუხრუჭი შესაძლებლობას გაძლევთ მოახდინოთ ერთი საბურავის ბლოკირება.აკრობატული ველოსიპედები გამოიყენება მხოლოდ სპეციალურად მოწყობილი მოედნების ფარგლებში.
ყველა სხვა ნაირსახეობა ველოსიპედებისა არის სახეცვლილი ვარიანტი ამ ძირითადი ტიპებისა.
როგორ ავირჩიოთ ველოსიპედი პარამეტრების მიხედვით
სწორ გზაზე გადაადგილების დროს განსაკუთრებით კი სიჩქარის აკრეფისას ამორტიზაცია ხელის შემშლელია.მაგრამ რელიეფური საფარის შემთხვევაში ამორტიზაცია საჭიროა.ამორტიზაციის დროს უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას აღემატება თუ არა თქვენი წონა 90 კილოგრამს.
ამორტიზაციის მიხედვით ველოსიპედები იყოფა 3 ტიპად:
ველოსიპედი ამორტიზაციის გარეშე-ასეთი ველოსიპედი არის უხეში და რიგრიდული.
ველოსიპედი წინა ამორტიზატორით(Hardtale)
ველოსიპედი წინა და უკანა ამორტიზაციით(Fullsuspension)
ველოსიპედები ამორტიზაციის გარეშე (ქალაქის, ტრასის, აკრობატული) უფრო მგრძნობიარეა უხეშ გზებზე, მაგრამ იძლევა დიდი სიჩქარის განვითარების საშუალებას.
ველოსიპედები წინა ამორტიზაციით:წინა ამორტიზატორი აქვთ საწყისი დონის სამთო და საშუალო დონის ჰიბრიდულ ველოსიპედებს რაც არის კომფორტული მართვის ოპტიმალური ვარიანტი.წინა ამორტიზატორი შთანთქავს დარტყმებს და დარტყმის შედეგად წარმოქმნილი რხევები აღარ გადაეცემა საჭეს და ჩარჩოს.
ველოსიპედები წინა და უკანა ამორტიზაციით:ორივე ამორტიზაცია ძირითადად აქვთ მაღალი ხარისხის სამთო ველოსიპედებს და ამ ტიპის ველოსიპედები არის საუკეთესო საშუალება უგზო ადგილებში გადასაადგილებლად.
ამორტიზაციის ხარისხი განისაზღვრება ამორტიზატორის სვლით და ტიპით.
ამორტიზატორის სვლა-ეს არის მანძილი მაქსიმალურად გახსნილ და შეკუმშულ ამორტიზატორებს შორის.რაც უფრო მეტია ამორტიზატორის სვლა მით უფრო მეტი დაბრკოლება იქმნება სისწრაფის მიმართ და მით უფრო დიდი სიმაღლიდან შეიძლება დახტომა.ამრიგად ეს უპირატესობები ფასებზე შესაბამისად აისახება,მაგრამ არ აქვს ამ პარამეტრებს მნიშვნელობა თუ თქვენ არ აპირებთ მგზავრობას მთიან ადგილებში ან აკრობატული ილეთების გამოყენებას მგზავრობისას.
სამოყვარულო და ნახევრად პროფესიონალური ველოსიპედებისთვის, არსებობს ამორტიზატორების შემდეგი ტიპები:
ზამბარიანი-ელასტიური
ზამბარიანი-ზეთოვანი
ჰაეროვანი
ზამბარიან-ელასტიური ამორტიზატორი:ამ ტიპის ამორტიზატორები უფრო გავრცელებული და ხელმისაწვდომია და გამოიყენება წინა ჩანგლებში.გარდა ზამბარისა რომელიც აქრობს დატვირთვას,მის შიგნით არის ასევე პოლიმერული რეზინა რომელიც ასრულებს მერყეობის გასანეიტრალებელ ფუნქციას.
ზამბარიან-ზეთოვანი ამორტიზატორი:ზეთი გამოდის დიდი ზომის ხვრელიდან და ხვდება მცირე ზომის ხვრელში.მექანიკური შეკუმშვის ენერგია გადადის თერმოენერგეტიკულ შეკუმშვაში.ამორტიზატორები ზეთოვანი დემპფერებით ითვლება ყველაზე ეფექტურად და ეს ფასზე დიდად არ აისახება.
ჰაეროვანი ამორტიზატორი:ზამბარების მაგივრად ამორტიზატორების როლს ასრულებს სივრცე შეკუმშული ჰაერით.მისი საშუალებით ხდება წნევის რეგულირება და სწორედ ამაშია მისი უპირატესობა.ამ ტიპის ამორტიზატორები მცირე ვიბრაციებს ნაკლებად აქრობენ თუმცა გამოირჩევიან უფრო მეტი გამძლეობით ვიდრე ზამბარიან-ელასტიური ამორტიზატორები და მათი მუშაობის ხარისხი არ არის ამინდზე დამოკიდებული.
ველოსიპედისტებისთვის მეტად პრაქტიკულია ამორტიზატორები ჩამკეტი მოწყობილობით, რისი საშუალებითაც ველოსიპედზე მარტივდება მგზავრობის ხარისხი სწორ გზებზე.იდეალურ შემთხვევაში ამორტიზაციის ჩამხშობი ღილაკი მოთავსებულია საჭეზე რის შედეგადაც უფრო მარტივია მისი ჩართვა და გამორთვა.
საბურავები, ზომა და გავლენა ველოსიპედზე
საბურავების ზომა იზომება დიუმებში და მოქმედებს მართვის ხარისხსა და მგზავრობის კომფორტულობაზე.ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილ ველოსიპედებში ყველაზე გავრცელებული ზომაა 26,27.5,28 და 29 დიუმი.რაც უფრო ნაკლებია საბურავის დიამეტრი მით უფრო მანევრულია მოდელი და ნაკლები ძალისხმევაა საჭირო სიჩქარის ასაკრებად.სამაგიეროდ დიდი დიამეტრი იძლევა შესაძლებლობას განავითაროთ დიდი სიჩქარე და უზრუნველყოთ მოძრაობის მოქნილობა.რაც უფრო ფართეა საბურავი და პროტექტორის ნახატი მით უფრო რელიეფურია და რთულია მაღალი სიჩქარის აკრება,მაგრამ ამ ტიპის საბურავების მეშვეობით უფრო მარტივია რთული საფარის გადალახვა მაგ:ქვიშა,ტალახი და ა.შ.
2 დიუმი სისქის ფართო საბურავებს ამონატჟებენ ძირითადად სამთო ველოსიპედებზე,ხოლო ქალაქის გზებისთვის და ტრასებისთვის განპირობებულია ერთი დიუმის სისქის საბურავები.
ჩარჩოს მასალა და ზომა-ველოსიპედის არჩევა სიმაღლის მიხედვით
ჩარჩო არის ველოსიპედის ძირითადი ნაწილი და მისი ტიპის და ზომის არჩევა ხდება ადამიანის სიმაღლის მიხედვით.ჩარჩოებს ამზადებენ ფოლადისგან,ალუმინის შენადნობისგან და კარბონისგან.
ფოლადის კორპუსი ძალიან მდგრადია და რთულად ზიანდება,აუცილებლობის შემთხვევაშიც მარტივად გასარემონტებელია თუმცა უფრო მეტს იწონის.
ველოსიპედი ალუმინის ჩარჩოთი ყველაზე მსუბუქია და მყარია კოროზიების მიმართ(რთულად იჟანგება).ამავდროულად ამ მეტალისგან დამზადებული ველოსიპედები ღირს უფრო ძვირი და რთულია მათი შეკეთება.
კარბონისგან დამზადებული ველოსიპედის ჩარჩო ყველაზე მსუბუქია და მდგრადობის მხვრივ არ ჩამორჩება ალუმინის ჩარჩოს,თუმცა მისი ღირებულება გაცილებით მაღალია ვიდრე ალუმინის შენადნობის ჩარჩოსი.
ჩარჩოს კონფიგურაცია დამოკიდებული არაა მხოლოდ ველოსიპედის ტიპზე.
ქალებისთვის განკუთვნილი და ურბანული ტიპის ველოსიპედების ჩარჩო არის უფრო დაბალი ხოლო მამაკაცებისთვის განკუთვნილი ველოსიპედების ჩარჩო უფრო მაღალი.ქალისა და მამაკაცის მოდელებში ზედა თამასის განლაგების სიმაღლე დამოკიდებულია ჩარჩოს ზომაზე.
ველოსიპედის სამუხრუჭე სისტემა
არსებობს სამი ტიპის სამუხრუჭე სისტემა:
ფეხის მუხრუჭი
შემოქსოვილი V-Brake
დისკური მუხრუჭი
ფეხის მუხრუჭი: ფეხის მუხრუჭები ძირითადად გვხვდება საბავშვო და საგზაო ველოსიპედებში.ამ ტიპის მუხრუჭი არ საჭიროებს ხშირ მომსახურებას და მისი მუშაობის ხარისხი არ არის დამოკიდებული ამინდის პირობებზე.მისი მინუსი კომსტრუქციის სირთულე და და მუხრუჭის დაბალი ეფექტურობაა.(იხშობა მხოლოდ უკანა ბორბალი)
V-Brake ტიპის მუხრუჭი: ამ ტიპის მუხრუჭი მოქმედებას იწყებს სამუხრუჭის დაჭერის შემთხვევაში,ორივე სამუხრუჭით შეიძლება 2 საბურავის მოძრაობის შემცირება რაც ამცირებს დამუხრუჭების მანძილს, თუმცა .ამ ტიპის მუხრუჭების ნაკლოვანება აისახება იმაში რომ მისი ეფექტურობა მცირდება წვიმის დროს,თუმცა სავსებით საკმარისია ქალაქში გადაადგილებისათვის.
დისკური მუხრუჭი: არსებობს 2 სახის დისკური მუხრუჭი მექანიკური და ჰიდრავლური.
მექანიკური მუხრუჭის შემთხვევაში საფენები აჭერს სამუხრუჭე დისკზე ბორბლის ცენტრში ტროსის მეშვეობით,რომელიც იჭიმება სამუხრუჭეებზე დაჭერის დროს.
ჰიდრავლური მუხრუჭის შემთხვევაში ზემოქმედება ხდება სპეციალური სამუხრუჭე სითხით რომელიც ჩატუმბულია მაგისტრალში.
ამ ტიპის მუხრუჭებზე ამინდის პირობები პრაქტიკულად არ მოქმედებს. უნდა აღინიშნოს რომ ველოსიპედები მექანიკური მუხრუჭით უფრო იაფია და არ საჭიროებს რთულ სერვისულ მომსახურებას ხოლო ველოსიპედები ჰიდრავლური მუხრუჭით ნაკლებად საჭიროებს სერვისულ მომსახურებას და მგზავრობა ამ ტიპის მუხრუჭებიანი ველოსიპედით არის შედარებით უფრო კომფორტული
ველოსიპედის სიჩქარეების რაოდენობა და მათი ტიპები
ურბანულ ველოსიპედებს ჩვეულებრივ აქვთ 1-დან 3_მდე სიჩქარე.თუ ველოსიპედს აქვს მხოლოდ ერთი გადამცემი მაშინ ეს ნიშნავს იმას რომ მისი სიჩქარე რეგულირდება სატერფულების ტრიალის ინტენსივობით.
სამთო,ტურისტული და ჰიბრიდული ტიპის ველოსიპედები მრავალსიჩქარიანია და შესაბამისად ისინი იძლევიან ნაკლები ძალისხმევის გამოყენების საშუალებას როგორც მთაზე ასვლის ასევე შორეულ დისტანციაზე მგზავრობის დროს.
მარავალსაფეხუროვანი ტრანსმისია ველოსიპედებში გხვდება პლანეტარული ან ვარსვკვლავისებური.
დაბალი,საშუალო და მაღალი კლასის გადამცემების არსებობას ველოსიპედში უფრო დიდი მნიშვნელობააქ ვიდრე სიჩქარეების რაოდენობას.
დასკვნა და ძირითადი კრიტერიუმები რის მიხედვითაც უნდა აირჩიოთ ველოსიპედი.
ველოსიპედის ტიპი:გაერკვიეთ იმ საკითხში თუ სად და როდის აპირებთ მგზავრობას.თუ აპირებთ მხოლოდ ქალაქის ფარგლებში მგზავრობას მაშინ თქვენთვის სრულიად საკმარისია ურბანული და ჰიბრიდული ტიპის ველოსიპედი.
თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი სიჩქარე.ხოლო თუ ყურადღებას აქცევთ გზის სირთულეს მაშინ შეიძინეთ სამთო ველოსიპედი რომლის გამოყენებაც ქალაქშიცაა შესაძლებელი.თუ გსურთ რომ იმოგზაუროთ დიდ მანძილზე მძიმე ტვირთით მაშინ აირჩიეთ ტურისტული ველოსიპედი.ხოლო თუ თქვენს ინტერესებში მხოლოდ შედის ტრიუკების შესრულება მაშინ გამოიყენეთ BMX.
აირჩიეთ ჩარჩოს ზომა ტქვენი სიმაღლისდა მიხედვით( იხილე დიაგრამა)
ამორტიზაცია:გაერკვიეთ გჭირდებათ თუ არა ამორტიზაცია,წინა ამორტიზაციის არსებობა არასდროს არ არის ზედმეტი ურბანული ველოსიპედისთვის.
მიაქციეთ ყურადღება სიცქარეების რაოდენობას:რამდენიმე სიჩქარის არსებობა აუცილებელია ველოსიპედისთვის თუ გიწევთ ამაღლებული ლოკაციების გადალახვა.
მუხრუჭი:სამთო და ტურისტული ტიპის ველოსიპედებისათვის უმჯობესია აირჩიოთ დისკური მუხრუჭები,დისკური მუხრუჭი საკმაოდ ეფექტურია ნებისმიერ პირობებში.დანარჩენ შემთხვევაში აზრი არ აქვს ამ დეტალში ზედმეტის გადახდას.