ტრინქსის ველოსიპედები

   ველოსიპედის გამოყენების ინსტრუქცია

                             

TRINX  ბრენდის ყველა მოდელის ველოსიპედი  დამზადებულია უსაფრთხო გამოყენების მაღალი სტანდარტის (GB 3565-2005 ) შესაბამისად.

  

 თუ კარგად მოუვლით ტრინქსის  ველოსიპედს, ის ძალიან დიდხანს გემსახურებათ.

ტრინქსის  სხვადასხვა მოდელები განსხვავებულად არიან აღჭურვილები, მოცემული  ცნობარი მოგცემთ საშუალებას  ვიცოდეთ მეტი ველოსიპედებისა და მისი უსაფრთხო გამოყენების  შესახებ.

თუ გაქვთ შეკითხვა ჩვენს პროდუქციასთან ან ნაწილებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ თქვენი ქალაქის TRINX ის დილერს.

ან დაგვიკავშირდეთ ტრინქს ველო-საქართველოს“ ცხელი ხაზის ნომერზე  577 434748  ან მოგვწერეთ  info@trinx.ge  ზე

აწყობა და თავდაპირველი რეგულირება საჭიროებს სპეციალურ ხელსაწყოებს და უნარებს. შესაბამისად, ველოსიპედი უნდა ააწყოს დილერის გამოცდილმა მექანიკოსმა.

ზოგიერთი სარემონტო სამუშაო შეიძლება შესრულდეს მხოლოდ პროფესიონალი მექანიკოსის მიერ.

ველოსიპედი არის სატრანსპორტო საშუალება, ასე რომ, არ უგულებელყოთ უსაფრთხოებს წესები.

მოცემული ცნობარი მოიცავს სასარგებლო ინფორმაციას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენი ველოსიპედი უსაფრთხოდ გამოიყენოთ.

                                                                 

1.უსაფრთხოება                                                 

 

1.1.  ყურადღება! გთხოვთ გახსოვდეთ, ველოსიპედის ტარება შეიძლება იყოს ძალიან სახიფათო.

1.2.  ყოველი ტარების წინ შეამოწმეთ ველოსიპედი, როგორც აღწერილია მე-2 პარაგრაფში.

1.3.  ტარებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური დამცავი საშუალება. ჩაფხუტი, რათა თავი დაიცვათ ტრამვისგან, სათვალე დაიცავს თვალებს მტვრისა და მწერებისგან, ხოლო წაქცევის შემთხვევაში ხელთათმანები დაგიცავთ.

1.4.  საგზაო მოძრაობის დაწყებამდე შეისწავლეთ მოძრაობის წესები, ქვეყნების უმეტესობას ველოსიპედისტებისთვის ეროვნული საგზაო  რეგულაციები გააჩნია. აქ მოცემულია ყველაზე მნიშველოვნი წესები:

 

1.4.1. გამოიყენოთ შესაფერისი ხელის საყვირი.

1.4.2. იმოძრავეთ გზის საჭირო მხარეს ( არასდროს იმოძრაოთ მოძრაობის საწინააღმდეგოდ).

1.4.3. თუ ჯგუფურად მოძრაობთ, იმოძრავეთ ერთი მეორეს მიყოლებით.

1.4.4. გაუფრთხილდით თავს (შეეცადეთ გამოიცნოთ მოულოდნელი სიტუაციები). ველოსიპედის ტარება სულ უფრო პოპულარულია, მაგრამ  ყოველთვის ვერ გხედავენ; ბევრი მძღოლი ვერ ცნობს ველოსიპედის საყვირს.

1.5. ფრთხილად იყავით, როცა სახიფათო გზაზე მოძრაობთ, მაგალითად (ქვიშიან გზაზე).

1.5.1. ყველა პარკსა და კერძო ადგილებში არ არის ველოსიპედის ტარება ნებადართული, ასე რომ დარწმუნდი, სანამ შეხვალთ.

1.5.2. აღიჭურვეთ დამცავი ჩაფხუტით, სათვალითა და ხელთათმანებით.

1.5.3. ასევე ძალიან სახიფათოა კუნძები, ქვები და ორმოები.

1.5.4. როცა დაღმართზე მიდიხართ, რეკომენდირებულია უკანა მუხრუჭის გამოყენება.

1.5.5. გამოიყენე ზარი რათა გააფრთხილო სხვები.

1.6.  სიფრთხილით გამოიყენეთ მუხრუჭები. დაიჭირეთ დისტანცია, როცა ჩერდებით რომელიმე სატრანსპორტო საშუალების უკან. ამინდის მიხედვით სამუხრუჭე მანძილი და სიმძლავრე უნდა შეესაბამებოდეს საგზაო პირობებს. გამოიყენეთ ორივე მუხრუჭი ერთდროულად, რათა თავიდან იქნას აცილებული წინა მუხრუჭები გადამეტებული გამოყენება.

1.7. გაუფრთხილდით თავს. ყოველთვის მზად იყავით სახიფათო სიტუაციებისთვის. გთხოვთ გახსოვდეთ, რომ მანქანა მეტად გამჩნევთ, ვიდრე  ველოსიპედი, მოტოციკლეტისტი ან ქვეითი.

1.8. გზას უყურეთ. თუ საგზაო სამუშაოები ახალი დასრულებულია ყურადღებით იყავით სანიაღვრე სისტემასთან, ორმოსთან და ა.შ.

ფრთხილად გადაკვეთეთ რკინიგზა (90 გრადუსით). თუ დარწმუნებული არ ხართ, ჩამოდით ველოსიპედიდან და ისე გადადით.

1.9. ყურადღებით იყავით მანქანასთან, რომელიც პარკინგდება, ადვილად შეგექმნებათ პრობლემა, თუ მანქანის კარი უცებ გაიღება თქვენს მხარეს, ამ დროს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ გამაფრთხილებელი საყვირი.

1.10. ფრთხილად იყავით ღამე ტარებისას. ველოსიპედი აღჭურვილია საჭირო რეფლექტორებით, გაწმინდეთ და  დაამაგრეთ,  სადაც საჭიროა. მაგრამ მათი ქონის მიუხედავად. დაშავების საფრთხე მაინც არსებობს. ასევე რეკომენდირებულია განათების აღჭურვილობის დაყენება და მკვეთრი ფერის ტანსაცმლის ჩაცმა.

1.11. უფრთხილდით წვიმიან ამინდს. მუხრუჭი ისე ეფექტურად არ მუშაობს, როგორც მშრალ ამინდში. სწორედ ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ეს წესები. როცა ასფალტი სველია, მიუხედავად კარგი სამუხრუჭე სისტემისა, მაინც საჭიროა მეტი დრო და მანძილი დასამუხრუჭებლად. ასეთ ამინდში მხედველობაც ცუდია (როგორც თქვენთვის ასევე მანქანის მძღოლისთვის). უნდა შეანელოთ, როდესაც უხვევთ სველ გზაზე. სველი ფოთლები ასევე ძალიან სახიფათოა.

1.12. თუ ველოსიპედისთვის დამატებით აღჭურვილობას გამოიყენებთ და ასევე ტექნიკურადაც გამართავთ მას (დაამონტაჟებთ ბავშვის სკამს, დამატებითი სკამს, განათების აღჭურვილობას) მხედველობაში მიიღეთ  ეროვნული საგზაო  რეგულაციები.

1.13. არ დატოვოთ ველოსიპედი უყურადღებოდ, რათა არ მოგპარონ..

1.14გაბერეთ საბურავები. რეკომენდირებული წნევა   მითითებულია საბურავის გვერდითა მხარეს.


2.  ველოსიპედის მოვლა-შენახვა.

2.1. ყოველი ტარების წინ

2.1.1. შეამოწმეთ მურუჭები. მოუჭირეთ საამუხრუჭე სახელურს და გაამოძრავეთ  ველოსიპედი წინ და უკან. ბორბლები აშკარად დაიბლოკება.

2.1.2. შეამოწმეთ წნევა საბურავებში .

 

2.2. კვირაში ერთხელ (დაახლოებით 100-200 კმ გავლილი მანძილი)

2.2.1. გაწმინდეთ და დაზეთეთ ჯაჭვი (გაპოხეთ სპეციალური საწმენდით  გამოიყენეთ სილიკონის ან ტეფლონის ზეთი). ამინდზე და ტარების სიხშირეზეა დამოკიდებული პროფილაქტიკურ- ტექნიკური დათვალიერება/ მომსახურებების  შუალედი.

2.3. თვეში ერთხელ (დაახლოებით 500-800 კმ განვლილი მანძილი)

2.3.1. საჭირო ინსტრუმენტით ჯაჭვი შეამოწმეთ ცვეთაზე.

2.3.2. შეამოწმეთ ჰაბი, ჰედსეთი, ველოსიპედის ბუდე და სატერფულის საკისარი (პაჩებნიკი) თუ სწორად არის დაყენებული.

2.3.3. მოუჭირეთ ბარბაცას ჭანჭიკით.  ბარბაცასთვის მოათავსეთ ქვედა საყრდენი ღერძი - 35-40 ნ/მ.

2.3.4. დატრიალებით შეამოწმეთ რაოდენ კარგად არის დამაგრებული ყველა ღერძისა და საჭის ჭანჭიკები. (5-8 ნ/მ).

2.3.5. შეამოწმე რადიალური სალტე. თუ საჭიროა შეცვალე ფერსოები . დასაყენებლად დაგჭირდებათ თვლის მანის (სპიცი) ქანჩის გასაღები. ( ამ შემთხვევაში გირჩევთ აუცილებლად დაუკავშირდეთ ავტორიზებულ სერვის ცენტრს).

2.3.6. შეამოწმეთ რა მდგომარეობაშია სამუხრუჭე ხუნდები. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ V ტიპის ხუნდები; შეამოწმეთ სამუხრუჭე ზედაპირზე ფერსოსს ცვეთა. თუ ღარი ჩანს, მაშინ კიდევ შეგვიძლია გამოვიყენოთ და თუ ღარი აღარ ჩანს, მაშინ მისი გამოყენება აღარ შეიძლება და აუცილებლად უნდა შეცვალოთ.

2.4. სეზონში ერთხელ

2.4.1.  ამორტიზატორი/ჩანგლის ამორტიზატორი  suspension fork   რემონტდება სახელმძღვანელოს მიხედვით. მამჭიდროებელი რგოლი  უნდა გაიწმინდოს ან შეიცვალოს, ასევე უნდა შეიცვალოს დაკიდების სისტემის სითხე. თუ წვიმაში, თოვლში და ტალახიან ამინდში დადიხართ ველოსიპედით უფრო ხშირად უნდა შეიცვალოს, ვიდრე განრიგშია მოცემული. ეს თვალითაც ადვილი შესამჩნევია. როცა ჩანგალი არასწორად მოძრაობს დაკიდების სისტემა საჭიროებს სერვისს.

2.4.2. შეამოწმეთ ტროსი  და მათი დაფარვა.  საფარი არ უნდა იყოს დაზიანებული. ტროსები უნდა იყოს გლუვი ზედაპირით და არანაირი გაფუჭების ნიშანი არ უნდა იყო იმისათვის, რომ თავისუფლად იმოძრაოს საფარში. თუ საჭიროა შეცვალეთ ტროსიც და საფარიც.

2.4.3.  შეცვალეთ ზეთი ჰაბში, ჰედსეთსა და ველოსიპედის ბუდეში.

ველოსიპედის გამოყენებიდან 2 კვირის განმავლობაში (დაახლოებით 100 კმ გავლილი მანძილი) წაიღეთ ის სერვის ცენტრში შესარემონტებლად. დაატრიალეთ ბარბაცა მექანიზმი ველოსიპედის ბუდის შპინდლერზე  (500 ნმ); შეამოწმეთ ჰედსეთი, ღერძი და საჭე (ვარსკვლავა - 3 ნმ, ღერძის ჭანჭიკი - 5 ნმ; შეამოწმე თვლის მანის (სპიცის) დაჭიმულობა; დაარეგულირე მუხრუჭები და სიჩქარეთა გადამრთველები. ველოსიპედის ავტორიზებულ ცენტრში  პირველი  პროფილაქტიკურ- ტექნიკური დათვალიერება/ მომსახურება  იქნება უფასო.

 

3.0  ტანსაცმელი

   აუცილებელია ჩაფხუტის კეთება. შეარჩიეთ ისეთი, რომელიც შეესაბამება თქვენს სტილს. შეგიძლიათ გამყიდველს სთხოვოთ დახმარება. ველოსიპედის ხელთათმანი უწრუნველყოფს კარგ მოჭიდებას საჭეზე. ფეხსაცმლის ძირი უნდა იყოს მაგარი და არ უნდა ცურავდეს. ტანსაცმელი უნდა იყოს თავისუფალი და  კომფორტული. თუ განიერ შარვალს ჩაიცმევთ ადვილად ჩაგყვებათ ჯაჭვურ ვარსკვლავაში (კბილანებში).  ასევე არ გირჩებთ განიერი ჟაკეტს, ის  ადვილად შეიძლება წამოედოს საჭეს ან სკამს.

 

4.0 გადაცემათა გადართვის ბარბაცა მექანიზმი

ველოსიპედის ტარებისას აირჩიეთ ყველაზე კომფორტული საჭირო სიჩქარე. გაითვალისწინეთ არასდროს გამოიყენოთ სიჩქარეთა გადამრთველი მექანიზმი როგორიცაა: ყველაზე პატარა წინა ჯაჭვური ვარსკვლავა - ყველაზე პარატა უკანა ვარსკვლავა, ყველაზე დიდი ჯაჭვური ვარსკვლავა - ყველაზე დიდი უკანა ვარსკვლავა. მისი ასეთი გამოყენება ჭიმავს ჯაჭვს და  საბოლოო ჯამში ვარსკვლავას ცვეთამდე მიიყვანს.  სიჩქარეთა გადამრთველზე დაჭერისას, რეკომედირებულია ნაკლები ძალით დააწვეთ სატერფულს, სანამ ჯაჭვი მიაღწევს 6-7 ვარსკვლავას კბილს. სხვაგვარად ასეთი გადართვა გამოიწვევს ჯაჭვური ვარსკვლავას გაფუჭებას.

როცა ვცვლით სიჩქარეს, რეკომენდირებულია შეანელოთ სატერფულზე დაწოლა. არ ცადოთ სიჩქარის გადართვა ჯაჭვის ტრიალის გარეშე, მან შეიძლება გააფუჭოს სიჩქარეთა გადამრთველი.